„ჩატში“ შეცდომით ჟურნალისტის დამატებაზე – მაიკლ უოლცმა გაკვეთილი ისწავლა, ის კარგი კაცია

-ის პრეზიდენტის ს განცხადებით, მაიკლ უოლცმა “გაკვეთილი ისწავლა”, ხოლო ხარვეზი “უმნიშვნელო” აღმოჩნდა. ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკულ ტელეარხ NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპის კომენტარი მისი უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, მაიკლ უოლცის მიერ ჟურნალისტ ჯეფრი გოლდბერგის ჯგუფურ “ჩატში” შეცდომით დამატებას მოყვა, რომელშიც იემენის „ჰუსიტების“ წინააღმდეგ სარაკეტო იერიშების დაგეგმვა განიხილებოდა. “ჩატში” ასევე იყვნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი და ტრამპის ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნები.
“მაიკლ უოლცმა გაკვეთილი ისწავლა, და ის კარგი კაცია,” – განაცხადა ტრამპმა.
კითხვა, თუ როგორ მოხდა, რომ ჯეფრი გოლდბერგი ჯგუფურ “ჩატში” დაამატეს, ტრამპმა უპასუხა, რომ “მაიკლის [უოლცის] ერთ-ერთი ადამიანი იყო ტელეფონით, თანამშრომელს ჰქონდა იქ მისი ნომერი”.
ტრამპის თქმით, გოლდბერგის “ჩატში” ყოფნას “საერთოდ არანაირი” გავლენა არ ჰქონდა სამხედრო ოპერაციაზე. მისი თქმით, ეს “ერთადერთი ხარვეზი იყო ორი თვის განმავლობაში, და ისიც უმნიშვნელო აღმოჩნდა”.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა