,,სალომე ზურაბიშვილი არ აღიარებს პრეზიდენტ სააკაშვილს ლიდერად და უფრო მეტიც, ერთი-ორჯერ ენაც კი მოუბრუნდა და მისი კრიტიკაც კი მოვისმინეთ მისგან” – გია ბარამიძე
ნაცმოძრაობის წევრი, გია ბარამიძე აცხადებს:
,,[…] ამ რეჟიმის მთავარი ამოცანა პუტინის კარნახით იყო ნაციონალური მოძრაობის განადგურება.
[…] ჩვენ უნდა ვეცადოთ და გადავდოთ უკანა პლანზე დღემდე არსებული უთანხმოებები, ბევრმა ეს დღემდე ვერ მოახერხე და ვერ დააღწია თავი კრემლის პროპაგანდას და აი, ამ რიტორიკით ცხოვრობს, რომ “ქოცი უნდა გავუშვათ, მაგრამ ნაცი არ მოვუშვათ”, – ანუ, ყველაზე პატრიოტი და მებრძოლი ძალა არ მოვუშვათ, ყველაზე მებრძოლი პრეზიდენტი და მისი გუნდი არ იყოს იმ პროცესში ჩართული, რასაც თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის გაგრძელება ჰქვია, რასაც იმ საქმის დასრულება ქვია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ჟვანიასთან ერთად და ჩვენმა გუნდა დავიწყეთ 2003 წლის ბოლოს (ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება).
იქნება ეს სალომე ზურაბიშვილი თუ ნებისმიერი თავისი პოლიტიკური გეგმების მქონე ლიდერი და აშკარაა, რომ ქალბატონ სალომეს თავის პოლიტიკური გეგმები აქვს და ამაში დასაძრახი არაფერი არ არის, თუმცა მანაც ვერ დააღწია თავია ამ კრემლის პროპაგანდისტურ გზავნილებს და კომპლექსებს.
თვითონ ამბობს, მე რატომ უნდა ვილაპარაკო მის ნაცვლად – ის არ აღიარებს პრეზიდენტ სააკაშვილს ლიდერად და უფრო მეტიც, ერთი-ორჯერ ენაც კი მოუბრუნდა და მისი კრიტიკაც კი მოვისმინეთ მისგან”. (ტაბულა)
