დიმიტრი პესკოვი – ერ-რიადში გამართული რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების შინაარსი არ გამოქვეყნდება

რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების შინაარსი ნამდვილად არ გამოქვეყნდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„საუბარია ტექნიკურ მოლაპარაკებებზე, ტექნიკურზე. ეს არის მოლაპარაკებები დეტალებში ჩაძირვით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ტექნიკური მოლაპარაკებების შინაარსი ნამდვილად არ გამოქვეყნდება. ეს ერთი და მეორე – კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა ხორციელდება დედაქალაქში გაკეთებული მოხსენებების ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რაიმე სახის გაგებაზე საუბარი“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას: იგეგმება თუ არა ოფიციალური პირების განცხადებები საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ოპოზიციური ალიანსის განცხადება: ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას, რაც ცალსახად არის უნგრელი ხალხის მკაფიო და მტკიცე არჩევანი დემოკრატიის მხარდასაჭერად