სამაგალითოა “მაგნატის“ საქმე იმიტომ, რომ ეს არის ის პერიოდი, როდესაც კეზერაშვილი კრიმინალური მეთოდებით ქმნიდა თავის ნავთობიმპერიას. ამ პოლიტიკაში აქტიურად იყვნენ ჩართული მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

სამაგალითოა “მაგნატის“ საქმე იმიტომ, რომ ეს არის ის პერიოდი, როდესაც კეზერაშვილი კრიმინალური მეთოდებით ქმნიდა თავის ნავთობიმპერიას. ამ პოლიტიკაში აქტიურად იყვნენ ჩართული და ბადრი ჯაფარიძე
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ნავთობკომპანია „მაგნატის“ საქმის განხილვას მედიასთან ეხმიანება.
დეპუტატის თქმით, კომპანია „მაგნატის“ საქმე დავით კეზერაშვილის მიერ საკუთარი ნავთობიმპერიის ჩამოყალიბების პერიოდს ემთხვევა. „სამაგალითოა “მაგნატის“ საქმე იმიტომ, რომ ეს არის ის პერიოდი, როდესაც კეზერაშვილი აბსოლუტურად კრიმინალური მეთოდებით ქმნიდა თავის ნავთობიმპერიას, რომელიც შემდგომ „გალფის“ სახით ჩამოყალიბდა. სხვადასხვა კომპანიების მფლობელებს იჭერდნენ, ართმევდნენ ბიზნესებს, ამწყვდევდნენ ციხეში და მათთვის წართმეული ქონების საფუძველზე შეიქმნა მონოპოლია. ამ პოლიტიკაში აქტიურად იყვნენ ჩართული მაშინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესსტრუქტურები, როგორიც იყო „ ბანკი“ და კონკრეტულად მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვერავითარი ღალატი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ვერ გაამართლებს და არ გაამართლებს იმ ოკუპაციას, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20% – მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა

შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ განვითარებას უზრუნველვყოფთ ჩვენს რეგიონებში და ამის გარანტი იქნებიან მერობის კანდიდატები, რომლებსაც წარვადგენთ, თითოეული კანდიდატი შერჩეულია საზოგადო კრიტერიუმების შესაბამისად, ეს არის კეთილს