Politico: საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის გამო უოლცის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა

აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირების დახურულ ონლაინ-ჩატში უცხო პირის შეცდომით ჩართვით გამოწვეული სკანდალის გამო თეთრ სახლში საუბრობენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკ უოლცის მიერ თანამდებობის დატოვების შესაძლებლობაზე. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
გამოცემის წერს, რომ უოლცის მომავალი ეჭვქვეშ დადგა საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის გამო.
Politico-ს წყაროთა ცნობით, თეთრი სახლის მაღალჩინოსნების ნაწილი მიიჩნევს, რომ მაიკ უოლცმა თანამდებობა თავად უნდა დატოვოს.
საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ტრამპმა უახლოეს ხანში უნდა მიიღოს. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტი უოლცს უკვე ესაუბრა და ამ ეტაპზე მხარს უჭერს. ამასთან, როგორც Politico წერს, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
24 მარტს ცნობილი გახდა, რომ გამოცემა The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა მაიკ უოლცისგან 13 მარტს, მოულოდნელად მიიღო მიწვევა Signal-ის დახურულ ჩატში, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსნები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, გეგმავდნენ შეტევას იემენში მეამბოხე ჰუთების პოზიციებზე.
საიდუმლო ინფორმაციის განხილვის წესების დარღვევას მწვავე რეაქცია მოჰყვა კონგრესის წარმომადგენლებისა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტებისგან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“ზუსტად 102 წლის წინ, 1923 წლის 20 მაისს, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, საბჭოთა ჩეკამ ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრიტა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ოფიცრები”

ნიკა მელია – პოლიტიკოსი ხალხთან უნდა იყოს თუ ციხეში? – საკითხის ასე დასმა, ჰგავს კითხვას: პოლიტპატიმარი სტუდენტი უნივერსიტეტში უნდა იყოს თუ ციხეში? პოლიტპატიმარი მსახიობი თეატრში უნდა იყოს თუ ციხეში? – საუბარია იმაზე, შენ ივანიშვილის თამაშის წესებით თამაშობ თუ არა!