დუგინი გამომწერებს ლევან ვასაძის წიგნის შეძენას ურჩევს: გამოვიდა შესანიშნავი ნაშრომი

ვლადიმირ პუტინის კარის ფილოსოფოსმა, კრემლის პროპაგანდისტმა, ალექსანდრ დუგინმა საკუთარი Telegram არხის გამომწერებს ლევან ვასაძის ახალი წიგნის, უძლურის დღიურების შეძენა ურჩია.

“გამოვიდა ქართველი პოეტის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ლევან ვასაძის შესანიშნავი წიგნი. როდესაც ლევან შიოევიჩი ავად იყო და ექიმებს მიაჩნდათ, რომ ის ვერ გადარჩებოდა, მან დაწერა გასაოცარი ნაშრომი უძლურის დღიურები“. – წერს დუგინი.

დუგინის თქმით, წიგნში ვასაძე მსჯელობს ისეთ თემებზე, როგორებიც არის “საქართველოსადმი სიყვარული, მართლმადიდებლობა, ფილოსოფია, ოჯახი და რწმენა, მესამე რომი () და მეორე იერუსალიმი (თბილისი), ღვინო და პოლიტიკა”.

წიგნის გამოსვლამდე ვასაძის ნაშრომი ნაწილ-ნაწილ იდებოდა Katehon.com-ზე:

“ამ საზარელ ჟამს ჩვენ საიტზე katehon.com ვაქვეყნებდით თითოეულ თავს. ვლოცულობდით ლევანისთვის, რომ ღვთის წყალობით გადარჩენილიყო. ბოროტების მიერ მოგზავნილმა სენმა უკან დაიხია უმაღლესი ძალის, სულის მედგრობისა და სიყვარულის წინაშე”.

დუგინი პოსტში მიუთითებს ბმულებს, რომლებზეც ვასაძის წიგნის შეძენაა შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE – მკაცრად ვგმობთ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას და სხვა პოლიტიკოსების დაპატიმრების შესახებ მუქარებს – ამ ნაბიჯს განვიხილავთ, როგორც კიდევ ერთ მტკიცებულებას, რომ “ქართული ოცნების” მთავრობას პროტესტებისა და მზარდი საჯარო ზეწოლის ეშინია

მაია კოპალეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე – იქამდე მივედით, რომ ადვოკატის ყოლის უფლებაც კი შეუზღუდეს, რა თქმა უნდა, სპეციალურად – რაც დღეს სასამართლომ ჩაატარა, იყო პოლიტიკური დაკვეთის შესრულება