დონალდ ტრამპი – უკრაინასთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ, ხელს მალე მოვაწერთ – ახლა ტერიტორიებისა და სადემარკაციო ხაზების შესახებ ვსაუბრობთ

უკრაინასთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას მალე გავაფორმებთ , – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ კაბინეტის შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ. ხელს მალე მოვაწერთ. ახლა ტერიტორიების შესახებ ვსაუბრობთ. სადემარკაციო ხაზების შესახებ ვსაუბრობთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ასევე, მისი თქმით, უკრაინასთან ელექტროსადგურების ამერიკული კომპანიების მფლობელობაში გადაცემის საკითხი განიხილება.
„ელექტროსადგურის მფლობელობის საკითხზე ვსაუბრობთ. ადამიანები ამბობენ, რომ ელექტროსადგურს უნდა ფლობდეს, რადგან ჩვენ ამის ექსპერტიზა გვაქვს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პოლონელი ევროპარლამენტარი – როდის შემდეგ გახდა BBC ქიმიური იარაღის ექსპერტი? – ამბობთ, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა, მაგრამ შესაძლოა, ეს უბრალოდ სუვერენიტეტის აღდგენაა, შესაძლოა, საღ აზრს სულ უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება