„საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია“ (საა) ნარკოტიკების შესახებ კანონმდებლობის დაანონსებული გამკაცრების გამო აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“, აცხადებს, რომ ნარკოკანონმდებლობა არც აქამდე ყოფილა ლიბერალური, ხოლო ეს რეფორმა „დესტრუქციულია“ და უნდა შეჩერდეს.
„საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია“ შეშფოთებას გამოხატავს „ქართული ოცნების“ ინიცირებული ნარკოკანონმდებლობის გამკაცრებაზე მიმართული რეფორმის გამო.
რეფორმის ავტორები ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებას ხსნიან „ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მძიმე შედეგებით“, თუმცა „ადიქტოლოგთა ასოციაცია“ ამ მტკიცების საპასუხოდ აცხადებს:
„სინამდვილეში, საქართველოს ნარკოპოლიტიკა, საბჭოთა ინერციით, ტრადიციულად იყო და არის დამსჯელობითი“.
ორგანიზაციის თანახმად, საქართველოში არსებული ნარკოვითარების მიზეზები არის:
· მკურნალობა-რეაბილიტაციის და პრევენციის შესაძლებლობების არასაკმარისი განვითარება;
· ფსიქიკური ჯანმრთელობის გავრცელებული პრობლემების უფასო სერვისების არარსებობა.
· სიღარიბის გამო მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელმისაწვდომობის არარსებობა
· უმუშევრობის გამო მშობლების ემიგრაცია და შვილების „დისფუნქციურ ოჯახურ გარემოში“ გაზრდა;
· მოსახლეობის მიერ ალკოჰოლის პრობლემური მოხმარების მაღალი დონე




