ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთში ძალადობაზე სრული პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში ბოლო დღეებში მომხდარ ძალადობაზე სრული პასუხისმგებლობა ოპოზიციურ სახალხო-რესპუბლიკური პარტიას ეკისრება:
„ჩვენ შეშფოთებით ვადევნებდით თვალყურს მოვლენებს, რომლებიც განვითარდა ოპოზიციური პარტიის ლიდერის მოწოდების შემდეგ, რაც სწრაფად გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში. მარგინალური ორგანიზაციებისა და ბანდიტების თავდასხმების გამო ამ დღეებში დაშავდა ჩვენი 123 პოლიციელი. სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელობამ, მათ შორის ამ პარტიის თავმჯდომარემ, წარმოაჩინეს უგუნურობის ნათელი მაგალითი. პარტიის ლიდერი და მისი მხარდამჭერები, რომლებმაც ხალხი ქუჩაში გამოსვლისკენ წააქეზეს, სრულად არიან პასუხისმგებელი პოლიციელების დაშავებაზე, მაღაზიების მფლობელების ზარალზე, რომელთა ვიტრინებიც დაიმსხვრა, ასევე მილიარდობით ლირის ღირებულების სახელმწიფო საკუთრებისთვის მიყენებულ ზიანზეც. ეს ყველაფერი განხილული იქნება პარლამენტში, ხოლო იურიდიული ანგარიშები ამის შესახებ წარედგინება სასამართლოს”

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს