ბორდის სხდომაზე სიმართლის დამტკიცებას ვაპირებთ, თუ საჭიროა, სასამართლოში წავალთ – ზაუტაშვილი

ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ, ხუთშაბათს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სხდომაზე მისვლას და პირველი არხის მხრიდან ბრალდებების საწინააღმდეგო სიმართლის დამტკიცებას აპირებენ, საჭიროების შემთხვევაში კი აღნიშნავს, რომ საქმის სასამართლომდე მიტანას განიხილავენ.
“ჩვენ თავისთავად პასუხს მოვითხოვთ ბრალდებებისთვის, რომელიც… რაც მოვისმინეთ 21 რიცხვში, ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეს, ეს არ არის პატარა ბრალდებები და ამას, ვთქვი და გაატარე, ან შეშინდი და როგორც გინდა მოიქეცი – ეს ასე ვერ გაივლის. ბორდის შეკრებაა დასანიშნი, სავალდებულო, ალბათ, ხუთშაბათ დღეს იქნება და ჩვენ ვაპირებთ, მცველები, მისვლას და ჩვენი მოსაზრებების დაფიქსირებას, ასევე, ყველა იმ ბრალდების საწინააღმდეგოდ სიმართლის დამტკიცებას და თუ საჭიროა, აუცილებლად, სასამართლოშიც წავალთ”, – თქვა ნინო ზაუტაშვილმა ფორმულას ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს