რუსეთმა ქალაქ სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსებმა ქალაქ სუმს დაარტყეს, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, არტემ კობზარზე დაყრდნობით ავრცელებს.
სუმის მერის, არტემ კობზარის განცხადებით, სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია.
სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვლადიმერ არტიუხის ცნობით, რუსული ძალების სარაკეტო იერიშის შედეგად სკოლა, საავადმყოფო და საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.
„მტერმა სარაკეტო შეტევა ქალაქის ცენტრზე განახორციელა. ბავშვები თავშესაფარში იმყოფებოდნენ, ახლა მათი ევაკუაცია მიმდინარეობს, ყველა ცოცხალია“, – წერს ვლადიმერ არტიუხი „ტელეგრამის“ არხზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს