ილია დარჩიაშვილი ხავიერ კოლომინას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ნატო-საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები.
„დადებითი შეფასება მიეცა მიმდინარე წლის საკმაოდ დინამიკურ და შინაარსობრივად დატვირთულ დღის წესრიგს. შეხვედრაზე განსაკუთრებულად ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს.
მხარეებმა განიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და ხავიერ კოლომინას მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ალიანსის ურყევი მხარდაჭერა. ასევე, საუბარი შეეხო 2024 წელს დაგეგმილ ნატო-ს ვაშინგტონის სამიტს.
ილია დარჩიაშვილმა ხავიერ კოლომინას მადლობა გადაუხადა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში არსებულ პროგრესში მისი წვლილისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ