„მაღარო ქვეყანას, მოგება ხალხს“ – ჭიათურელი მაღაროელები თბილისში აქციას მართავენ

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, აქცია იმართება – ჭიათურაში უშედეგო აქციების შემდეგ მაღაროელები დედაქალაქში ჩამოვიდნენ. ასობით ადამიანი ხელისუფლებამდე საკუთარი მოთხოვნების მიტანას ცდილობს, მათ შორის მთავარი გაჩერებული მაღაროების ამუშავებაა.
მათი მოთხოვნებია:
· დაფაროს კომპანიამ სახელფასო დავალიანება;
· მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია და მოხდეს მაღაროების ნაციონალიზაცია;
· შეიქმნას ჭიათურის ფონდი;
· მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაცია;
· ეკოლოგიური საკითხების მოგვარება;
· უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარება.
მანგანუმის მოპოვების სამუშაოები ჭიათურაში დასაქმების მთავარი წყაროა. 7 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ ამ საქმიანობით ამ მუნიციპალიტეტში მუშაობას აღარ გააგრძელებდა, რადგან, მათი თქმით, წამგებიანი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: ანდრო, რომელიც უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვების გაღიმებაზე ზრუნავდა და თურმე აქედან ჰონორარი არასდროს აუღია – ციხეშია. “ოცნება”, რომელიც ბავშვებს ძარცვავდა, ისევ ძალაუფლებაშია

დავით ჩხეიძე: ციხეში გამოკეტეს ახალგაზრდები, ათი ათასობით ჯარიმა აქვთ ადამიანებს, აშინებენ, ავიწროებენ… ემიგრანტებს წაართვეს ხმის უფლება, არასამთავრობოებს და პოლიტიკოსებს მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ…