მიხეილ დაუშვილი სააკაშვილის ინიციატივაზე – რას ნიშნავს, „სუპერ პაკი“? – რამხელა ბედნიერებაა, რომ იმ 25 ადამიანში ჩვენც გაგვითვალისწინეს

რას ნიშნავს, „სუპერ პაკი“? – რამხელა ბედნიერებაა, რომ იმ 25 ადამიანში ჩვენც გაგვითვალისწინეს, – ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი მიხეილ დაუშვილი.
დაუშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, ნუ აძლიერებენ „ქართულ ოცნებას“ და ნუ არიან მათი პარტნიორები.
როგორც დაუშვილმა აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაიშალოს.
„არ გვინდა, არ გვაინტერესებს. რა ხდება „ნაცმოძრაობაში“, ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „ქართულ ოცნებას“ ნუ აძლიერებენ და მათი პარტნიორები ნუ იქნებიან და ნუ არიან. რა „სუპერ პაკი“, რის „სუპერ პაკი“ – ცოტა ზეციდან დაეშვან, მიწაზე ჩამოვიდნენ და რაც რეალურია, იმაზე ისაუბრონ. რა „სუპერ პაკი“, რა იდეების გენერატორი?! – ჩვენი მოქალაქეებისთვის „ნაცმოძრაობა“ წარსულის პოლიტიკური ძალაა და გააცნობიერონ, ამას შეეგუონ. დაიშლებიან? – უნდა დაიშალონ. არ შეიძლება, ეს ძალა ასეთი ფორმით არსებობდეს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: ანდრო, რომელიც უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვების გაღიმებაზე ზრუნავდა და თურმე აქედან ჰონორარი არასდროს აუღია – ციხეშია. “ოცნება”, რომელიც ბავშვებს ძარცვავდა, ისევ ძალაუფლებაშია

დავით ჩხეიძე: ციხეში გამოკეტეს ახალგაზრდები, ათი ათასობით ჯარიმა აქვთ ადამიანებს, აშინებენ, ავიწროებენ… ემიგრანტებს წაართვეს ხმის უფლება, არასამთავრობოებს და პოლიტიკოსებს მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ…