თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი -დან 34 მედლით დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი -ში, ტეხასის შტატში გამართული საჰაერო ძალების და საზღვაო ქვეითთა თამაშებიდან ღირსეული გამარჯვებით დაბრუნდა. ქართველმა სამხედრო პარასპორტსმენებმა 18 ოქროს, 11 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
სამხედრო პარასპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ასევე სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი უჯმაჯურიძე დახვდნენ, ღირსეული გამარჯვება მიულოცეს და წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადეს.
საჰაერო ძალების და საზღვაო ქვეითთა თამაშები ტეხასის შტატში, ქალაქ სან-ანტონიოში, საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე გაიმართა. სპორტულ შეჯიბრში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებულმა გუნდმა უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა. ქართველი სამხედრო პარასპორტსმენები სპორტის ინდივიდუალურ და გუნდურ ისეთ სახეობებში ასპარეზობდნენ, როგორიცაა მშვილდოსნობა, ველორბოლა, ნიჩბოსნობა, მძლეოსნობა – ბირთვის და ბადროს სროლა, ძალოსნობა, ცურვა, სირბილი, სროლა შაშხანით და პისტოლეტით, მჯდომარე კალათბურთი, მჯდომარე ფრენბურთი.
პარასპორტული ღონისძიების მიზანს წარმოადგენს დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს შორის პრობლემების დაძლევაში გამოცდილების გაზიარება, თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლება, სხვა ქვეყნების დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებთან კომუნიკაციის დამყარება, რაც ხელს უწყობს მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს