ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” “ბარსელონას” დაუპირისპირდება. კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ გუნდების შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები შეაფასა.
“საუბარი იტალიის მოქმედ ჩემპიონზეა და შანსებს 50-50-ზე შევაფასებდი. გასულ სეზონში მათ სკუდეტო მოიგეს, ახლა კი ჩვენს მსგავს სიტუაციაში არიან.
ვნახოთ, როგორ ფორმაში იქნებიან გუნდები თებერვალში. რთული იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ ეტაპს დავძლევთ”, – აქვეყნებს ხავის სიტყვებს AS-ი.