საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე, სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების სომხეთთან გამარჯვებას გამოეხმაურა.
“ვისურვებ, რომ ეს გამარჯვების მენტალიტეტი და ემოციები არაფერმა შეცვალოს. სავსე დინამო არენა და საფეხბურთო ნაკრების ასეთი თამაში, ჩვენი რეალობის საუკეთესო სანახაობაა. გიოს და კვარას კი ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება”, – დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, შოთას საქართველოს ნაკრების მაისურით 26 გოლი აქვს გატანილი, გიორგი მიქაუტაძეს 20 გოლი, “კვარას” კი – 18.
