არგენტინის ნაკრების მწვრთნელი ლიონელ სკალონი ძალიან დაინტერესებულია ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან 2026 წლის ბოლომდე გაფორმებული კონტრაქტის გახანგრძლივებით, – იტყობინება Ataque Futbolero.
სკალონის ხელშეკრულებას 2+2 სისტემით გაუგრძელებენ. მხარეები ფინანსურ დეტალებს ათანხმებენ.
სკალონი არგენტინის ეროვნულ გუნდს 2018 წელს ჩაუდგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატი და ორჯერ ამერიკის თასი მოიგეს.