უკრაინა აცხადებს, რომ „მტრის ზურგში” 4 სამხედრო ვერტმფრენი გაანადგურეს

უკრაინის არმიაში აცხადებენ, რომ რუსეთს ოთხი სამხედრო ვერტმფრენი გაუნადგურეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ სოციალური ქსელებით დღეს, 24 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან ურთიერთქმედებით რუსეთის ბელგოროდის ოლქში გაანადგურეს კა-52 ტიპის ორი და მი-8 ტიპის ორი ვერტმფრენი.
სპეციალური ოპერაციების ძალების თანახმად, ყველა ვერტმფრენი „მტრის ზურგში სარაკეტო დარტყმებით გაანადგურეს”. როდის, დაკონკრეტებული არ არის.
უკრაინის სპეცოპერაციების ძალების სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეოს ტიტრების მიხედვით, შეტევა განხორიცლედა ამერიკული სარაკეტო სისტემით HIMARS.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბელგოროდის ოლქში ვერტმფრენებზე დარტყმების შესახებ არაფერი უთქვამს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს