სალომე ზურაბიშვილი – როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო მეზობელ ხალხს, ზოგი ჩვენი უჯიშო მოქალაქის უმსგავსო საქციელისთვის

როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს, ზოგი ჩვენი უჯიშო მოქალაქის უმსგავსო საქციელისთვის, – ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
ამით სალომე ზურაბიშვილი საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდგომ ორი ქვეყნის გულშემატკივრებს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
„ბოდიშის მოხდა, ზოგს არა საჭირო ადგილას და არასწორი მიმართულებით რომ უყვართ, იმათ გასაგონად.
როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს, ზოგი ჩვენი უჯიშო მოქალაქის უმსგავსო საქციელისთვის.
ჩვენ ვართ და ვიქნებით კეთილმეზობლურად განწყობილი სახელმწიფოები, უძველესი ქრისტიანული სარწმუნოების მატარებელი ერები, და ვიცხოვრებთ მშვიდობიან ევროპულ კავკასიაში!“- წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია