სალომე ზურაბიშვილი ბალტიის რეგიონში გაემგზავრა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დღეს ბალტიის რეგიონში გაემგზავრა. სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით ვილნიუსს, რიგასა და ტალინს ეწვევა.
მეხუთე პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია მეხუთე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე და ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.