უკრაინელებმა ლუგანსკში დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინელებმა, ლუგანსკის ოლქში, ლიმანის მიმართულებით ნადიას დასახლებული პუნქტის კონტროლი აღადგინეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მტრისგან გათავისუფლებული ტერიტორიების საერთო ფართობი სამი კვადრატული კილომეტრია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 ცალკეული ბრიგადის ცნობით, დასახლებული პუნქტის დეოკუპაციის ოპერაცია 30 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადის 1-ლი თავდასხმის ბატალიონის მეთაურმა, ვლადიმერ ფოკინმა (“ფოკა”) განაცხადა, რომ დასახლებულ პუნქტ ნადიაზე კონტროლი შესაძლებელს ხდის მდინარე ჩორნი ჟერბეცის და რაიგოროდკასა და როდნიკოვიეს დასახლებების ეფექტურ საცეცხლე კონტროლის ქვეშ მოქცევას.