საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთს 4:0 ამარცხებს

“ერთა ლიგის” “პლეი ოფის” განმეორებით მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს ანგარიშით 4:0 ამარცხებს. მესამე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ შეხვედრის 23-ე წუთზე გაიტანა, ხოლო შეხვედრაში მეოთხე გოლი 27-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა.
მატჩში ანგარიში მეოთხე წუთზე გახსნა ოთარ კიტეიშვილმა. შეხვედრის მე-14 წუთზე კი სომხეთის ნაკრების კარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.