მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, ხალხი და გადარჩენა „დიფ-სთეითის“ თამაშისგან

მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, ხალხი და გადარჩენა „დიფ-სთეითის“ თამაშისგან
„ვიღაც ბებერი სოროსი იღებს გადაწყვეტილებას, როგორ ითამაშოს ადამიანების სიცოცხლით,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ. მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლების საზრუნავი ქვეყანა, ხალხი და „დიფ-სთეითის“ თამაშში გადარჩენაა.
„მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, ხალხი და გადარჩენა „დიფ-სთეითის“ თამაშისგან. ამ ყველაფერს თამაში ჰქვია, სხვა არაფერი. ვიღაც ბებერი სოროსი იღებს გადაწყვეტილებას, როგორ ითამაშოს ადამიანების სიცოცხლით,“ – განაცხადა დეპუტატმა.
ზაალ მიქელაძემ უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღეები გაიხსენა და დასძინა, რომ მაშინ საქართველო დიდი ქვეყნების ლიდერებმა და მათმა ელჩებმა მთაში და ტყეში გასახიზნად გაიმეტეს. „უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან დიდი ქვეყნების ლიდერები და მათი ელჩები ჩვენს ქვეყანაში, თავს უფლებას აძლევდნენ ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის გაეკეთებინათ მოწოდებები საქართველოს ამ გამანადგურებელ ომში ჩართვასთან დაკავშირებით. დიახ, ჩვენი ქვეყნისთვის ეს იქნებოდა გამანადგურებელი ომი, რომელიც სულ რამდენიმე დღეს გაგრძელდებოდა. თქვენ პარტიზანული ბრძოლის გამოცდილება გაქვთო – მთაში და ტყეში გასახიზნად გაიმეტეს ეს ქვეყანა,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ირაკლი კობახიძის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე. წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა