მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის ₾20 მლნ გამოიყოფა

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის 20 მლნ ლარი გამოიყოფა. მთავრობის შესაბამისი განკარგულება 17 მარტსაა გამოცემული.
განკარგულების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრომ 5 მლნ ლარი უნდა გამოუყოს სოფლის განვითარების სააგენტოს. თანხა მიიმართება “ერთიანი აგროპროექტის” პროგრამის ფარგლებში ქვეპროგრამის – მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის დასაფინანსებლად.
მაქსიმუმ 15 მლნ ლარი დაიხარჯება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების შესაბამისად.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს“ – პროკურატურა