რომელ სექტორებში მუშაობენ ყველაზე მეტს დასაქმებულები საქართველოში

გასული წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტად ნამუშევარი საათები გაზრდილია სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების დარგში, – ამის შესახებ ირკვევა ტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სხვადასხვა საქმიანობის მიხედვით ნამუშევარი საათების ინდექსიდან. მონაცემები 2024 წლის მე-4 კვარტალს მოიცავს.
სამუშაოს ხანგრძლივობის წლიური ზრდა დარგების მიხედვით ასე გამოიყურება:
· სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – სამუშაოს ხანგრძლივოპბის 100.1%-იანი ზრდა.
· ინფორმაცია და კომუნიკაცია – სამუშაოს ხანგრძლივობის 73.7%-იანი ზრდა.
· ავტომობილებით და მოტოციკლებით საბითუმო და საცალო ვაჭრობა და მათი რემონტი – სამუშაოს ხანგრძლივობის 50.4%-იანი ზრდა.
· საბითუმო ვაჭრობა, ავტომობილებით და მოტოციკლებით ვაჭრობის გარდა – სამუშაოს ხანგრძლივობის 41%-იანი ზრდა.
· MIG ხანგრძლივი მოხმარების საქონელი, რომელიც აერთიანებს ისეთ საქმიანობებს, როგორიცაა: სამომხმარებლო ელექტრონიკის წარმოება, ოპტიკური ინსტრუმენტების და ფოტოგრაფიული მოწყობილობების წარმოება, საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების წარმოება, სატრანსპორტო მოწყობილობების წარმოება, ავეჯის წარმოება, ძვირფასეულობის, ბიჟუტერიის და მათთან დაკავშირებული ნაკეთობების წარმოება, მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება – 40.8%-ით გაიზარდა სამუშაოს ხანგრძლივობა;
· განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – სამუშაოს ხანგრძლივობის 39.8%-იანი ზრდა.
· საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – სამუშაოს ხანგრძლივობის 38.4%-იანი ზრდა.
· საცალო ვაჭრობა, ავტომობილებით და მოტოციკლებით ვაჭრობის გარდა – სამუშაოს ხანგრძლივობის 35.1%-იანი ზრდა.
· უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – სამუშაოს ხანგრძლივობის 32.8%-იანი ზრდა. ხანგრძლივობა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს“ – პროკურატურა