დევიდ კამერონი იორდანიასა და ეგვიპტეს ეწვევა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი იორდანიასა და ეგვიპტეს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დევიდ კამერონი, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრთან, თარიქ აჰმედთან ერთად ეგვიპტესა და იორდანიაში მიმდინარე კვირაში ჩავა.
რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ღაზაში შემდგომი ჰუმანიტარული პაუზის მიღწევის შესაძლებლობას განიხილავს.
იორდანიაში კამერონი თავის კოლეგას აიმან საფადის შეხვდება, ხოლო ეგვიპტეში ეგვიპტე-ღაზას საზღვართან მივა.

ასევე დაგაინტერესებთ

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა