“28 წლის ასაკში გავთხოვდი ჩემზე ბევრად პატარა ბიჭზე. არანაირი პრობლემა ჩემს მშობლებს ამაზე არ ჰქონიათ” – როგორია მაკა შალიკაშვილის ოჯახი და ცხოვრება კამერებს მიღმა – Marao

“28 წლის ასაკში გავთხოვდი ჩემზე ბევრად პატარა ბიჭზე. არანაირი პრობლემა ჩემს მშობლებს ამაზე არ ჰქონიათ” – როგორია მაკა შალიკაშვილის ოჯახი და ცხოვრება კამერებს მიღმა – Marao
გიორგი შენგელაიას ფილმის “მიდიოდა მატარებელი” მოქმედება თბილისიდან ბათუმში მიმავალ მატარებელში ვითარდება. ფილმში ქართული კინოს ნამდვილი ლეგენდები მონაწილეობენ: კახი კავსაძე, რამაზ ჩხიკვაძე, გივი ბერიკაშვილი, ზურაბ ყიფშიძე და სხვები…
ქართული კინოს გამორჩეულ სახეს, რამაზ ჩხიკვაძეს ფილმში პარტნიორობას თეატრისა და კინოს მსახიობი, მაკა შალიკაშვილი უწევს:
“ამ ფილმისთვის რეჟისორი გიორგი შენგელაია თეატრებში დადიოდა და მსახიობებს ეძებდა. ჩემს სპექტაკლზეც მოვიდა, დაესწრო… იმის მერე ჩემი დიდი გულშემატკივარი და მეგობარი გახდა… ასევე იყო რუსუდან გლურჯიძე, რომელიც მონაწილეობდა ამ ფილმის გადაღებაში. მისი რჩევითაც და კასტინგ-მენეჯერის ლია გოგელიას ინიციატივით შემარჩიეს იმ როლზე, რაც “მატარებელში” რეჟისორმა მომცა. გარემოცვას დიდი მნიშვნელობა აქვს და როგორც ჩანს, ყველას აზრი ერთმანეთს დაემთხვა…
ძალიან მომწონს ეპიზოდი, როცა კახის ეკამათება და მერე მაგიდაზე ხელს არტყამს, იმ დროს მეც რამაზს დავემოწმე, მხარი ავუბი… ასეთი პატარა დეტალები იყო, მაგრამ სულაც არ ვთვლი, რომ დეტალები უმნიშვნელოა. ხომ, ვამბობ, ჩვენ ვიყავით რამაზის აზრის, გრძნობის, ემოციის, სიტყვის გამოხატვის დამადასტურებლები. ვიყავით მისი ერთგულები და მოკლედ, მისი გოგოები. თავიდანვე ვიცოდით, რომ ამ ადამიანებთან უნდა გვეთამაშა. ამასთან, გიორგი შენგელიამ გვითხრა, ხომ იცით, ვინ უნდა იყვნენ თქვენი პარტნიორები?.. რა თქმა უნდა, ვიცოდით და კარგად ვიცოდით… იმის შემდეგ სულ რომ ამ სფეროში არაფერი გამეკეთებინა და სხვა პროფესია ამერჩია, ეს ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი ეპიზოდი იყო…” – იხსენებდა მაკა ერთ-ერთ ინტერვიუში.
მაკა შალიკაშვილი პირვლად 28 წლის ასაკში გათხოვდა. მისი რჩეული ასევე მსახიობი რატი გოგუაძე იყო. ქორწინებაში წყვილს ერთი ქალიშვილი შეეძინა.
“28 წლის ასაკში გავთხოვდი. ჩემზე ბევრად პატარა ბიჭზე. არანაირი პრობლემა ჩემს მშობლებს ამაზე არ ჰქონიათ. იქით მხრიდან, ალბათ, იყო. რამ გააფუჭა ჩვენი ურთიერთობა? – ფინანსურმა მხარემ და იმან, რომ იმ პერიოდში მე ვიყავი არარეალიზებული, არ მქონდა ჩემი საქმე. მე არ ვარ ტიპი, რომელიც სახლში უნდა ჩაჯდეს. მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს სოციუმი, ხალხი, ურთიერთობები. მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა, თინანო უნდა გამეჩინა, ფეხმძიმე კი ასეთი აქტიური ვერ ვიქნებოდი. მერე პატარა შვილი მყავდა და ვერ ვიგრიალებდი. ამან ხასიათი გამიფუჭა, ურთიერთობაც დაიძაბა. არ მქონდა გამოცდილება, რომ რაღაცები გამეტარებინა. ჩემს თავს ბევრ რამეში ვადანაშაულებ. მარტო ჩემი ბრალი არ არის, მაგრამ მეც შემეძლო რაღაცების შეცვლა” – ამბობდა მსახიობი.
მეორე ქორწინებას მაკა 6 წლის განმავლობაში მალავდა. ამჯერად მისი რჩეული ირაკლი ყაჭეიშვილია, რომელიც ს საზოგადოებრივ მაუწყებელში რეჟისორად მუშაობს.
„ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული დამალვა. იმიტომ რომ ამას ჰქონდა ძალიან ბევრი მიზეზი. როგორც გენიალურმა პოეტმა თქვა, სიყვარულსა მალვა უნდაო. ეს ფრაზები ვიცით და მხოლოდ საზეპიროები გვგონია. მართლა უნდა სიყვარულს მალვა და მე ამას მივხვდი. სხვათა შორის, მისი სურვილიც იყო ეს, მე დავეთანხმე და შევუსრულე თხოვნა.
ჯვარიც გვაქვს დაწერილი. მამა ადამ ახალაძემ დაგვწერა ჯვარი იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში. როცა ჯვარი დავიწერეთ, მაშინ წირვა იყო და იმდენად იყო ყველაფერი გასაიდუმლოებული და დაცული, რომ დაველოდეთ, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩენილიყო ტაძარში და ძალიან ჩუმად, გასაიდუმლოებულად, კონფიდენციალურად მოხდა ჩვენი ჯვრისწერაც კი“, – აღნიშნავდა მსახიობი.