იტალიის თასის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” მოულოდნელად საკუთარ მოედანზე “ფროზინონესთან” 0:4 განადგურდა.
Arenanapoli წერს, რომ “პარტენოპეის” გულშემატკივრებმა ეს მარცხი ძალიან რთულად მიიღეს. ფანების გარკვეული ჯგუფი მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონზე სკანდირებდა, რომ ეს ყველაფერი დიდი სირცხვილი იყო, ზოგიერთი კი ამბობდა, რომ გულშემატკივარი ამას არ იმსახურებდა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს მეთაურობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ “ნაპოლის” ფეხბურთელები ფანებთან მივიდნენ და ბოდიში მოუხადეს.
Arenanpoli წერს იმასაც, რომ ხვიჩა კვარაცხელია ძალიან დამწუხრებული იყო და გულშემატკივართა თვალწინ თავდახრილი იდგა.