რუსთავში, საწარმოში, ამწეზე მომუშავე ახალგაზრდა კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

რუსთავში ერთ-ერთ საწარმოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 25 წლამდე კაცი დაიღუპა.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ამწეზე იმყოფებოდა, რა დროსაც ამწე ელექტროგადამცემ სადენებს შეეხო. დენის დარტყმის შედეგად კაცი ადგილზევე დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ