კუნძულ ბალიზე ვულკანი ამოიფრქვა – ხელისუფლებამ საშიშროების უმაღლესი დონე გამოაცხადა

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ვულკანი ლევოტობი ლაკი-ლაკი ამოიფრქვა, რის გამოც 4700 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას DW ავრცელებს.
კუნძული ფლორესი ბალისთან ახლოს მდებარეობს. ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი სახლების დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც შესაბამისმა სამსახურებმა საშიშროების უმაღლესი დონე გამოაცხადეს.
ვულკანის მიერ ამოფრქვეული ფერფლის სიმაღლე 8 კილომეტრამდე ავიდა. სპეციალისტების თქმით, არსებობს ვულკანური ტალახის ნიაღვრების წარმოშობის საშიშროება.
ვულკანის ამოფრქვევის გამო საერთაშორისო ფრენები გადაიდო.
ცნობისთვის, ვულკანი ლევოტობი ლაკი-ლაკი ნოემბერში რამდენჯერმე ამოიფრქვა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანი კი ევაკუირებული იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…