„ისევე ღირსეულად დავტოვებ პროექტს, როგორც შემოვედი!“ – მარტა ბარამიძე მიმართვას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე მარტა ბარამიძე მიმართვას ავრცელებს.
„სალამი, მეგობრებო.
როგორც იცით, ვმონაწილეობ რეალითი შოუში „პრაიმ-ჰაუსში“, სადაც თითოეული მონაწილის სურვილი “გარდა მოგებისა” საკუთარი თავის წარმოჩენაა, რაც ძალიან ხშირად რთული საჩვენებელია, რადგან არ არის ე.წ სტრიმი და 24 საათიანი მასალა ფიზიკურად ვერ ხვდება ბადეში.
მე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ გარდამტეხ პერიოდში მივიღე აქ შემოსვლის გადაწყვეტილება და ვერ წარმოვიდგენდი, თუ მიზნის მისაღწევად ადამიანები ერთმანეთის “გაშავებით” ჰეითის აგორებით და სიძულვილია ენის გამოყენებით ეცდებოდნენ ქულების დაწერას. ვგულისხმობ იმ ჰეითს და სიძულვილია ენას, რასაც ადამიანები ჩემს მიმართ იყენებენ, აქ მონაწილე ადამიანების გულშემატკივრები, ყველანაირად ცდილობენ გაგტეხონ მორალურად და ამით თავად წაიწიონ წინ. ერთი კითხვა მაქვს ხოლმე ყველასთან -“ეს ყველაფერი 50 კვადრატულად უღირთ?” ამიტომ ვფიქრობ, აქ რთული თამაში არაა, აქ რთულია იყო ის, ვინც ხარ და იყო ადამიანი. სწორედ ამიტომ აქვთ ჩემი მისამართით მორალურად განადგურების განსაკუთრებული მცდელობები.
ვფიქრობ ცხოვრებაში ბევრად მეტი სირთულე გამივლია და გავივლი, არც ეს იქნება გამონაკლისი, ვერცერთი შოუ და ვერანაირი ბენეფიტი მარტას ადამიანობას ვერ დააკარგინებს. მე ვარ და ვიქნები მე, ჩემი შეცდომებით და ჩემი სიკეთეებით. არ გავჩერდები მაშინ როდესაც დავიღლები, გავჩერდები მაშინ როდესაც დავასრულებ! მე ვაგრძელებ პროექტში ყოფნას, ამ კვირაში აუთსაიდერიც ვიქნები და არ მეშინია, თუ დავრჩები ადამიანად დავბრუნდები აქ და თუ წავალ, ისევე ღირსეულად დავტოვებ პროექტს, როგორც შემოვედი! მიყვარხართ“, – წერს მარტა ბარამიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
VIDEO: პროექტში დაბრუნებულ 3 მონაწილეს აუტსაიდერის სკამებს უმზადებენ – რა ხდება „პრაიმ ჰაუსში“
„ჩემმა შვილმა ძაღლი დაიცვა…“ – თამაზ ელიზბარაშვილი შვილის დაკავებაზე
დაპირისპირება ძაღლის გასეირნების გამო – დაჭრილია ყაზახეთის მოქალაქე, დაჭრილი და დაკავებულია თამაზ ელიზბარაშვილის შვილი