ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

„არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“, – ამ შეძახილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები თბილისში აქციის დროს დაკავებულ მოქალაქეებს სოლიდარობას უცხადებენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს „რუსული მეთოდებით ებრძვის“.
„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება მზიას. ჩვენ აქ ვართ და მხარდაჭერას ვუცხადებთ ადამიანებს. რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან და დღეს საპატიმროში იმყოფებიან“, – აცხადებენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ