ოკუპირებულ აფხაზეთში დაიწყეს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება

რუსეთის მიერ ოკუპირებული ს დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ ე.წ. პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრ ანქვაბს და „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელს, აბესალომ კვარჩიას, დაავალა „მოამზადონ ყველა საჭირო პირობა“, რათა ს მოქალაქეობის მქონე პირებმა მონაწილეობა მიიღონ 2024 წლის მარტში რუსეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში.
ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა “ეხო კავკაზა” წერს, ბჟანიას პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, ბჟანიამ 19 დეკემბერს ე.წ. გამგეობებთან და ასევე რუსეთის ე.წ. საელჩოს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გასცა დავალება.
„ჩვენ სრულად უნდა მოვემზადოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენისთვის, რათა მოვიცვათ ამომრჩეველთა რაც შეიძლება დიდი რაოდენობა აფხაზეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ბჟანიამ.
მისივე თქმით, “აფხაზი ხალხი დიდი პატივისცემითა და სიმპათიითაა განწყობილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ“.
კრემლის მიერ კონტროლირებული საინფორმაციო სააგენტო “ტასსი” წერს, რომ „აფხაზეთის 130 ათასზე მეტ მოქალაქეს რუსეთის მოქალაქეობაც აქვს და მანამდე ისინი მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტისა და სახელმწიფო დუმის არჩევნებში“.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ პუტინის განცხადების შემდეგ ბჟანიამ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ავტორიტეტი, გამოცდილება და ლიდერობა „აუცილებელია სამართლიანი მრავალპოლუსიანი სამყაროს ჩამოსაყალიბებლად, გლობალური უმრავლესობის პოზიციის გასამყარებლად“.
მან ვლადიმირ პუტინს „სულიერი სიმტკიცე უსურვა გლობალურ უსამართლობასთან ბრძოლაში“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება