იმედი L-ის ახალი კამპანია – მომავალზე ფიქრისას უნო შეგეფერება

იმედი L-მა ახალი საინტერესო კამპანია წარადგინა. „მომავალზე ფიქრისას უნო შეგეფერება“ – ეს სლოგანი კამპანიის მთავარი მესიჯია.
უნო ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევაა იმედი L-ისგან, ჭოგრიტი კი, მომავლის დანახვის საშუალება. კამპანიის მთავარი ატრიბუტი ვარდისფერი ჭოგრიტია, რომელიც მომავლის განჭვრეტისა და მასზე დაფიქრების სიმბოლოდაა გამოყენებული.
ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა უნო, უკვე ერთი წელია ბაზარზეა წარმოდგენილია. მისი შეძენა, ადამიანებს, შეუძლიათ განურჩევლად პროფესიისა და სამუშაო ადგილისა. პროდუქტი განკუთვნილია ყველასთვის ვისაც არ აქვს კორპორატიული დაზღვევა და სურს ისარგებლოს აუცილებელი სამედიცინო სერვისებით.
„ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზება, ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის, ჩვენი მთავარი ამოცანაა. კამპანიითაც, სწორედ ამის ჩვენება გვინდოდა. რასაც არ უნდა აკეთებდე ახლა, არაფერია ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი და როცა მომავლის დაგეგმვისას ჯანმრთელობის დაზღვევას ითვალისწინებ, თავს უფრო მშვიდად და დაცულად გრძნობ. კამპანიის მიზანი იყო, წარმოგვეჩინა რომ, ნებისმიერი განსხვავებული პროფესიის ადამიანს მომავალზე ფიქრისას უნო შეეფერება.
როდესაც ვსაუბრობთ უნოზე, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ დაზღვევა მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე. არჩევითი სერვისები კი, ჩვენს დაზღვეულს აძლევს შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევა კიდევ უფრო მეტად გახადოს მასზე მორგებული. ამ შემთხვევაში, დაზღვეულს შეუძლია პერსონალური მენეჯერის სერვისის დამატებით დაზოგოს დრო და დაზღვევა უფრო კომფორტული და სწრაფი გახადოს. ჩვენი მიზანია, რომ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა იზრუნონ თავიანთ ჯანმრთელობაზე და გაიხანგრძლივონ სიცოცხლე. შესაბამისად ნებისმიერი სიახლე, რომელიც ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ინერგება, ამ მიზანს ემსახურება“, – ამბობენ იმედი L-ში.
უნოს შესაძენად გადადით ბმულზე.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის