გურიის სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად 2,5 მლნ ლარი გამოიყო

გურიას სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებებისთვის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოიყო.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ინფორმაციით, გამოყოფილი თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება.
განკარგულების თანახმად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს — 1 228 062 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს — 794 968 ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 546 018 ლარი გამოეყოფა.
თებერვლის ბოლოს დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა გურიაში, აჭარასა და იმერეთში.
გურიის რაიონში დიდთოვლობას მოჰყვა მსხვერპლი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი მეზობელს სახლის სახურავის გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც სახურავი ჩამოინგრა და მამაკაცს ბეტონის ფილა დაეცა. ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, ერთი ადამიანი გაყინული იპოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 4 ოქტომბერს ტარდება არა არჩევნები, არამედ ივანიშვილს რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემაა – ივანიშვილი ამას ვერ ეღირსება

ლევან ცუცქირიძე – თავს არ მოვატყუებინებთ რაღაც პოლიტიკურ დაჯგუფებას, „ქართულ ოცნებას“ და გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას – დღევანდელი აქციის გზავნილია, რომ ე.წ. რუსული არჩევნები არის რუსული სპეცოპერაციის ნაწილი და მისი შედეგი დაწერილია