– ომის გაგრძელების მხარდაჭერა აღარ არის ისეთი გრანიტივით მტკიცე, როგორც ადრე – ეს ომი წაგებულია

დადგება მომენტი, როდესაც უნგრეთის პოზიცია უმრავლესობის შეხედულებად იქცევა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა Kossuth Radio-თან ინტერვიუში განაცხადა მას შემდეგ, რაც უნგრეთმა გუშინ გამართული ევროპული საბჭოს შეხვედრის შემდეგ უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ჯერ კიდევ არ არის უმრავლესობაში, ომის გაგრძელების მხარდაჭერა აღარ არის ისეთი „გრანიტივით მტკიცე“, როგორც ადრე.
„ყველა ხედავს, რომ ეს ომი წაგებულია. მასში გადახტომა ცუდი გადაწყვეტილება იყო”, – აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, უნგრულმა ოჯახებმა ომის გამო 2.5 მილიონი უნგრული ფორინტი დაკარგეს, უფრო მდიდარმა ქვეყნებმა კი კიდევ უფრო მეტი.
ს კომენტარს სოციალურ ქსელში უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ვფიქრობთ, ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორები ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის, როდესაც საქმე ეხება, მათ შორის, ეკონომიკურ კავშირებს – ასევე, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი – დროა, ევროკავშირმა მიიღოს სანქციების ძლიერი პაკეტი, ასევე ველით მკაცრ სასანქციო ზომებს აშშ-სგან და „დიდი შვიდეულისგან“