პუტინმა ლავროვს იუბილე რუსეთის უმაღლესი სახელმწიფო ორდენით მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრი დააჯილდოვა რუსეთის უმაღლესი სახელმწიფო ორდენით – წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ორდენით.
პუტინის განკარგულება დღეს, 21 მარტს გამოქვეყნდა. 21 მარტს ლავროვს 75 წელი შეუსრულდა.
პუტინმა ლავროვი უმაღლესი სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა „სამშობლოს წინაშე გამორჩეული დამსახურების, რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკური კურსის შემუშავებისა და რეალიზაციის და მრავალწლიანი ნაყოფიერი სახელმწიფო მოღვაწეობისთვის“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია 2004 წლის მარტიდან. მისი ხელმძღვანელობით რუსეთის დღევანდელი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის და ანექსიის გამართლება კრემლის პროპაგანდისტული საშუალებებით და კონფრონტაცია დასავლეთთან.
ლავროვი დასავლეთის სახელმწიფოების მიერ სანქცირებულ რუს მაღალჩინოსნებს შორისაა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას