აშშ-მა ირანული დრონების წარმოებაში მონაწილე 10 იურიდიულ და 4 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 10 იურიდიული და 4 ფიზიკური პირი დაასანქცირა. ისინი ირანული დრონების მწარმოებლებს ნაწილების მოპოვებაში ეხმარებოდნენ.
როგორც სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, დასანქცირებული პირები ირანიდან, ჰონგ-კონგიდან, მალაიზიიდან და ინდონეზიიდან არიან. ქსელს ირანელი ჰუსეინ ჰატეფ არდაკანი ხელმძღვანელობდა.
“ქსელი, რომელსაც ირანში მცხოვრები ჰუსეინ ჰატეფ არდაკანი ხელმძღვანელობდა, ისლამური რევოლუციის გვარდიის აეროკოსმოსურ ძალებს დაეხმარა შეესყიდათ ასობით ათასი დოლარის ღირებულების ამერიკული და უცხოური წარმომავლობის ნაწილები”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ჰუსეინ ჰატეფ არდაკანს უშუალოდ აქვს გაფორმებული კონტრაქტი ირანის საჰაერო კოსმოსურ ძალებთან მისი ირანული კომპანიების გამოყენებით და კოორდინაციას უწევს შესყიდვებს უცხო ქვეყნებში. კერძოდ, მალაიზიაში, ჰონგ-კონგში და ინდონეზიაში.

ასევე დაგაინტერესებთ