კიტეიშვილი: ნაკრების კაპიტნობა ახდენილი ოცნებაა, ჩემს კარიერაში განსაკუთრებული მომენტია

სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა:
“საქართველოს ნაკრების კაპიტნობა მართლაც ახდენილი ოცნებაა, ჩემს კარიერაში განსაკუთრებული მომენტია. რთულია, ისეთი კაპიტანი შეცვალო, როგორიც კაშიაა.
სავარაუდოდ, მეტოქე გუნდი თავს კარგად დაიცავს და სწრაფი კონტრშეტევები ექნებათ. ზუსტად არ ვიცით, როგორ ითამაშებენ, იქნებ მაღალი პრესინგიც შემოგვთავაზონ. პირველ რიგში, საკუთარ თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ.
კაპიტნობა საპასუხისმგებლო და განსაკუთრებული ამბავია. ჩვენი ნაკრები ყველას განსხვავებულად გვიყვარს, ამ გუნდისა და ფეხბურთელების კაპიტნობა ჩემთვის ბედნიერი გრძნობაა. მადლობა მთავარ მწვრთნელს
ნდობისთვის და იმედია, წარმატებული თამაში გამოგვივა”.
გილოცავ ოთარ.ჩემი აზრით მერეც შენ უნდა დარჩე კაპიტნად.კაშიას თუ ნამუსი აქვს აღარც უნდა ქონდეს პრეტენზია.წარმატებები ნაკრებში, გუნდში და საერთოდ ცხოვრებაში.ღირსი ხარ !!!