“ზოგიერთი მწვრთნელი ამის გამო ნაკრებიდან ახლავე გაგიშვებდა” – საფრანგეთის ნაკრებში დებიუტანტ კვარაცხელიას თანაგუნდელ დუეს დეშამი ამის გამო გაუბრაზდა [VIDEO]

“ზოგიერთი მწვრთნელი ამის გამო ნაკრებიდან ახლავე გაგიშვებდა” – საფრანგეთის ნაკრებში დებიუტანტ კვარაცხელიას თანაგუნდელ დუეს დეშამი ამის გამო გაუბრაზდა [VIDEO]
საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის A ჯგუფში ხორვატიასთან შეხვედრებისთვის Clairefontaine-ის ბაზაზე ემზადება. ეროვნულ გუნდში პირველად უხმეს ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელ პსჟ-ის 19 წლის შემტევ დეზირე დუეს, რომელსაც შესანიშნავი სეზონი აქვს.
როგორც აღმოჩნდა, დუე თანაგუნდელ უორენ ზაირი-ემერისთან ერთად ბაზაზე დაგვიანებით გამოცხადდა, რის გამოც დისციპლინის მოყვარულ მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამისგან საყვედურიც მიიღო.
“უორენთან ერთად მოხვედი და ამიტომ დაგაგვიანდა?!”, – შეეკითხა დეშამი დუეს.
ზაირი-ემერიმ გამართლება სცადა, მაგრამ საუბარში დეშამი მალევე ჩაერთო და დაამატა:
“იცი, ზოგიერთი მწვრთნელი ნაკრებიდან ახლავე გაგიშვებდა, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ”,
– თქვა “მამლების” თავკაცმა.
ინფორმაციისთვის, ხორვატიისა და საფრანგეთის ნაკრების დაპირისპირების პირველი შეხვედრა სპლიტში 20 მარტს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
მართალია დეშამი 19-წლის რო ვიყო და ნაკრებში პირველად მიხმონ ზაირ ემერისთან ერთად კიარა შეიძლება დილიდან ბაზის კარებთან ვმდგარიყავი, ამ ფეხბურთელებს ზოგიერთებს თავში რო აქვთ ავარდნილი პოპულარობა და მაგარი ხელფასები თორე,, ეხლაც რო მქონდეს ჩემი ქვეყნის ეროვნული ნაკრების თუნდაც შეკრებაზე ან სათადარიგოთა სკამზე მოხვედრის შანსი მზად ვარ ყველაზე ადრე გამოვცხადდე

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში