“უკანონო პლედები” – რა ხდება რუსთაველზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე პლედებისა და ბალიშების მიტანის უფლებას არ აძლევენ.
ვიდეომასალაში, რომელსაც მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ, ისმის პოლიციელის სიტყვები, რომ ადგილზე პლედისა და ბალიშის მიტანას “შეთანხმება სჭირდება”, რის თაობაზეც “კანონში წერია”.
ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა, რაც სტუდენტები აუდიტორიებიდან გამოვიდნენ და რუსთაველის გამზირზე ღამეს ათენებენ.