პირველმა არხმა მაუწყებლობა ახალი შენობიდან დაიწყო – პირველი სტუმარი ირაკლი კობახიძე იყო

პირველი გადაცემა, რომელიც ახალი შენობიდან გავიდა ეთერში, „დღის თემაა“. ჟურნალისტ თამთა სანიკიძის სტუმარი „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი იყო.
„მოგესალმებით. მიხარია, რომ თქვენი პირველი სტუმარი ვარ ახალ სტუდიაში. კეთილი იყოს ჩემი ფეხი. წარმატებები მინდა გისურვოთ“, – თქვა ირაკლი მ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის აშენება წლების წინ, ვასილ მაღლაფერიძის დირექტორობის დროს გადაწყდა. თავდაპირველად ითქვა, რომ ტელევიზია მისამართს არ შეიცვლიდა – ახალი შენობაც იმავე ეზოში აშენდებოდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კოსტავას #68-ში მდებარე ტერიტორია 65,1 მილიონ ლარად გაიყიდა, პირველი არხი კი ანა პოლიტკოვსკაიას #31-ში გადავიდოდა. მშენებლობა გასული წლის შემოდგომით დასრულდა, გახსნის ღონისძიება კი 16 ოქტომბერს გაიმართა. მას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნები: ირაკლი კობახიძე, , და სხვები.
საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელისუფლების მიმართ ლოიალურ და მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ წერია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ 2024 წლის წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ანგარიში. მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკაზე საუბრობენ პროევროპული აქციის მონაწილეებიც, რომლებიც ყოველდღიურად იკრიბებიან კოსტავას #68-ში.
უწყვეტი პროევროპული აქციები საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება. ამ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს – მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები სწორედ ამან გამოიწვია.
განსაკუთრებით პროტესტის დაწყების პირველ დღეებში საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობას აკრიტიკებდნენ დემონსტრანტები. იმ რამდენიმე თანამშრომელს შორის, რომელიც პირველი არხის მუშაობით უკმაყოფილო იყო, არის საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ყოფილი წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. ის 4 თებერვალიდან ეთერში აღარ ზის.
ფორუმი