ირაკლი კობახიძე, პირველ არხთან, აშშ-ზე საუბრისას ასახელებს იმ საკითხებს, რაც სტრატეგიულ პარტნიორობას აღადგენს, რითიც ადასტურებს იმას, რომ ქართულ ოცნებას ამჟამად ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობა არ აქვს. საუბრისას, მან იმდენად ბევრჯერ ახსენა “დიფ სთეითი”, რომ დათვლაც კი რთული იყო.
ღირებულებითი თანხვედრა მკაფიოდ ჩანს, მათ შორის, საჯარო გზავნილებიდან, რასაც ვისმენთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, დანარჩენი არის დამოკიდებული კონკრეტულ ნაბიჯებზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად გათავისუფლდება ახალი ადმინისტრაცია სრულად „დიფ სთეითისგან“ დიფ სთეითის“ დამარცხებაზე იქნება არსებითად დამოკიდებული ურთიერთობების გადატვირთვა. ჩვენ გვექნება ჩვენი გზავნილები და გვაქვს ეს გზავნილები პრეზიდენტ ტრამპის, მისი ადმინისტრაციის მიმართ. მთავარი არის ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს ორმხრივ ინტერესებს. თუ იქნება სამართლიანობა, ამ შემთხვევაში ვერაფერი დაუდგება წინ ურთიერთობების თვისებრივად განახლებას, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ჩვენი სურვილია, სრულებით გადაიტვირთოს ურთიერთობები, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა და არა მარტო დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება კონკრეტული ამოცანები. გავწეროთ ერთად კონკრეტული ამოცანები, სადაც ასახული იქნება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. ასე გვესახება ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის. მთავარია, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. ეს ყველაფერი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დამარცხდება საბოლოოდ დიფ სთეითი აშშ-ში. კვლავაც არის პრობლემები და დიფ სთეითის სერიოზული გავლენა. თუ მოხერხდება დიფ სთეითის დამარცხება სრულად თუ თვისებრივად, ვფიქრობ, ამ შემთხვევაშ ვერაფერი დაუდგება წინ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას“
კობახიძემ თქვა ისიც, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩის კანდიდატურა შერჩეული ჰყავთ, თუმცა, ელოდებიან კომუნიკაციას:
შეგვიძლია გითხრათ, რომ აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს. უფრო მეტიც, პროცესებიც არის დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები მალე მივა ბოლომდე. ამ ინფორმაციას საჯაროდ გავუზიარებთ საზოგადოებას მოგვიანებით, როდესაც გვექნება შემდგომი ნაბიჯები ამ პროცედურებში. ჩვენ მზად ვართ დღესვე კომუნიკაციისთვის და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს.
