მედია: -მ გატაცებული უკრაინელი ბავშვების შესახებ შეგროვებული მონაცემების წაშლა უარყო

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში გატაცებული უკრაინელი ბავშვების შესახებ შეგროვებული მონაცემები წაშალეს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა ისაუბრა.

ამასთან, ბრიუსის თქმით, ძალისხმევა შეწყვეტილია ვაშინგტონის მიერ საგარეო დახმარების თითქმის სრული შეჩერების ფარგლებში.

მანამდე, დემოკრატი კანონმდებლები სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიმართ წერილში გამოთქვამდნენ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ მონაცემები, შესაძლოა, საბოლოოდ წაიშალა.

“მონაცემები კვლავ არსებობს. ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ არ ყოფილა. ეს იმ ადამიანების ხელში იყო, რომლებიც ამ პლატფორმას მართავენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, ვინ აკონტროლებს მონაცემებსა და ვებსაიტს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მონაცემები არსებობს, არ წაშლილა და არ დაკარგულა.

Reuters-ის ცნობით, ზემოხსენებული პროგრამა ტრამპის ადმინისტრაციამ 25 იანვარს შეაჩერა. ამასთან, -ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს უცხოური დახმარების გრანტი, რომელიც უკრაინის კონფლიქტის ობსერვატორიას მხარს უჭერდა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს – ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რა სამართალიც არ გვინდოდა ყოფილიყო – არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს

კობახიძე: გამორჩეული ლიდერების სიმცირე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები და ეს ქვეყანა, თურქეთი, თავისი დიდი ლიდერით, გამონაკლისია

შალვა პაპუაშვილი – არის სურვილი, უშუალო შეხვედრების გზით, ჩვენი ვიზიტებით დედაქალაქებში, გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან – ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში