საფრანგეთში ქართველი ქალი მეუღლის მკვლელობისთვის დააკავეს, წყვილის 5 შვილზე სოციალური სამსახური ზრუნავს

საფრანგეთის ქალაქ ტულონში 28 წლის ქართველი ქალი, ლანა კ., 31 წლის მეუღლის მკვლელობისთვის დააკავეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მეზობლების განცხადებით, მათ წყვილს შორის ჩხუბის ხმა გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს.
ადგილზე მისულ პოლიციასა და სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ და მისი რეანიმირება ვეღარ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს, სავარაუდოდ, დახრჩობის კვალი აღენიშნება.
წყვილის ხუთ შვილზე, რომლებიც მცირეწლოვნები არიან, ბავშვთა სოციალური სამსახური ზრუნავს. გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო. იგეგმება ეჭვმიტანილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან იოსელიანი – სანამ სახალხო დამცველი ვარ, სიმართლე არ დაიმალება – რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის – ამას უნდა შეეგუოთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში

ირაკლი კობახიძე – კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან აშშ-ში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაში, ეს არის მათი არჩევანი