უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 18 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 18 დრონი ჩამოაგდეს.
„სულ დაფიქსირდა Shahed-ის ტიპის 19 დრონი, რომელთაგან 18 უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალებმა ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, ხმელნიცკის, კიევის, ჩერნიგოვისა და კიროვოგრადის ოლქებში გაანადგურეს“, – წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინის მიმართულებით ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: 201 000 ლარის 3 მანქანას, 152 700 ლარის 6 მოტოს, 10 000 ლარის წყლის ტრანსპორტს ფლობს სამეგრელოს მილიონერი დელეგატი, ილია ინჯია. ანდრია ზუგდიდიდან კი, ნათხოვარ ეტლში ჯდომისგან უკვე დიდი ხანია იტანჯება