კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელი – “ნაპოლის” იანვარში უარი ძაკანიმაც უთხრა

“ლაციოს” 29 წლის შემტევის მატია ძაკანის აგენტმა მარიო ჯუფრედიმ რადიო Kiss Kiss-თან ინტერვიუში დაადასტურა ინფორმაცია, რომ იანვარში ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის შემდეგ, “ნაპოლი” მისი კლიენტის სამსახურით იყო დაინტერესებული.
აგენტმა აღნიშნა, რომ ძაკანის “ლაციოდან” წასვლა არც კი უფიქრია და უნდა, რომ კლუბის სიმბოლო გახდეს და ამიტომ “პარტენოპეიში” მისი ტრანსფერი გამორიცხული გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას პსჟ-ში გადაბარგების შემდეგ “ნაპოლის” ალეხანდრო გარნაჩოს, კარიმ ადეიემის ბოლოს კი ალან სანტ-მაქსიმინის უკავშირებდნენ, თუმცა გუნდმა ვერცერთი გარიგება ვერ გაჩარხა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთებში “მილანიდან” ნოა ოკაფორი ინათხოვრა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში