ანა კობახიძე – ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევისთვის გაწერილ ახალ პროცედურას ვენეციის კომისია დამაბნეველს უწოდებს

ვენეციის კომისია თავმჯდომარისა და წევრების არჩევისთვის გაწერილ ახალ პროცედურას დამაბნეველს უწოდებს და ამბობს, რომ არსებობს საფრთხე, ისევ ერთი პარტიის მიერ შერჩეული თავმჯდომარე და წევრები მივიღოთ, – ასე გამოეხმაურა -ს წევრი „სტრატეგია აღმაშენებლიდან” ანა ვენეციის კომისიის მიერ საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნას.
მისი თქმით, თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი ბუნდოვანია, რასაც ვენეციის კომისიის აღნიშნული განცხადება პირდაპირ ცხადყოფს.
„ვენეციის კომისიის და ODIHR დასკვნაში რამდენიმე პუნქტში ხაზგასმით არის ნახსენები დაბალი ნდობა საზოგადოებაში საარჩევნო პროცესის და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ამომრჩევლების მხრიდან. ამას მოწმობს ასევე ბოლო წლებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც. რეკომენდაციაში საუბარია, რომ რეფორმა უნდა მოიცავდეს წინა წლების რეკომენდაციების გათვალისწინებას, იგი უნდა იყოს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე, რაც შემდგომ უზრუნველყოფს სწორედ ნდობის დაბრუნებას.
რაც შეეხება თავმჯდომარისა და წევრების არჩევისთვის გაწერილ ახალ პროცედურას, კომისია დამაბნეველს უწოდებს და პირდაპირ ამბობს, რომ არსებობს საფრთხე, ისევ ერთი პარტიის მიერ შერჩეული თავმჯდომარე და წევრები მივიღოთ.
გაცემულ რეკომენდაციაში პირდაპირ წერია, რომ ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტს უნდა დავუბრუნდეთ, სადაც კარგად არის გაწერილი, როგორ შეიძლება ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობებზე კონსესუსური პირები გვყავდეს”, – განაცხადა კობახიძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან იოსელიანი – სანამ სახალხო დამცველი ვარ, სიმართლე არ დაიმალება – რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის – ამას უნდა შეეგუოთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში

ირაკლი კობახიძე – კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან აშშ-ში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაში, ეს არის მათი არჩევანი