უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 175 სამხედრო დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 175 სამხედრო დაიბრუნა | ინფორმაციას პრეზიდენტი ავრცელებს:
 “დღეს კიდევ ერთი დღეა, როდესაც თავის ხალხს აბრუნებს. რუსული ტყვეობიდან ჩვენი 175 დამცველი გათავისუფლდა… მათ შორის არიან მძიმედ დაჭრილი მეომრები და ისინი, ვისაც შეთხზული დანაშაულებისთვის დევნიდა. ყველა მათგანი აუცილებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას დაუყოვნებლივ მიიღებს.
სახლში ბრუნდებიან ჩვენი ჯარისკაცები, სერჟანტები და ოფიცრები – მეომრები, რომლებიც ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ შეიარაღებული ძალების, საზღვაო ძალების, ეროვნული გვარდიის, ტერიტორიული თავდაცვის ძალებისა და სასაზღვრო დაცვის სამსახურის რიგებში. ისინი იცავდნენ უკრაინას სხვადასხვა ფრონტზე – მარიუპოლში, აზოვსტალში, დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონში, ასევე ხარკოვის, მიკოლაივის, ზაპორიჟჟიას, სუმისა და კურსკის რეგიონებში.
მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს მნიშვნელოვანი მუშაობისთვის უკრაინელი სამხედრო ტყვეების პოვნასა და გაცვლის ხელშეწყობისთვის, ასევე იმ შედეგებისთვის, რომელიც იმედს მოაქვს. ჩვენ ასევე მადლობას ვუხდით ჩვენს ყველა პარტნიორს, განსაკუთრებით არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, რომ დღევანდელი გაცვლა შესაძლებელი გახდა. უკრაინას ახსოვს ჩვენი თითოეული გმირი და ჩვენ ყველა მათგანს სახლში მოვიყვანთ” | დაწერა ზელენსკიმ

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად